
მიხეილ სააკშვილის ადვოკატს გლდანის მე-18 დაწესებულებაში ელოდებიან. ამის შესახებ შოთა თუთბერიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმრის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. ის ვარაუდობს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ის განკარგულება უნდა გადასცენ, რომელიც პენიტენციურმა მიხელ სააკაშვილია წინააღმდეგ მიიღო. საუბარია დისციპლინურ სასჯელზე:
"დამირეკეს პენიტენციურიდან და მთხოვეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოსვლა იმისთვის, რომ გადმომცენ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტიელბა, სავარაუდოდ ამ მიმდინარე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით" ამბობს თუთბერიძე.
უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ პენიტენციური "კეთილგონიერებას არ დაკარგავს" და რაიმე სახის სხვა აბსურდულ დარღვევაზე არ იქნება საუბარი დოკუმენტში.
შეგახსენებთ, ბრეგაძის უწყება მესამე პრეზიდენტს მათივე შეფასებით, 150 ლარიანი სამედიცინო ნივთის დაზიანებას ედავება, რის გამოც გუშინ მასთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში, გლდანის ციხის წარმომადგენლები შევიდნენ და უთხრეს, რომ დისციპლინური სასჯელი დაეკისრა, რის გამოც გამოურთეს ტელევიზორი და შეუზღუდეს მნახველების მიღება.
ამ სადამსჯელო ღონისძიებას მესამე პრეზიდენტის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. მან მედიკამენტების მიღებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პენიტენციურმა უკან დაიხია და მიხეილ სააკაშვილს მოუხსნეს დაწესებული შეზღუდვები.
ამავე თემაზე: