საათნახევარი ტელევიზორი გაუთიშეს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მძაფრი პროტესტი, ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი - ადვოკატი მორიგი სადამსჯელო ღონისძიების დეტალებზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა - ადვოკატები ვარაუდობენ, რომ დღეს ის ყველა უფლებით სარგებლობას დაუბრკოლებლად შეძლებს. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პენიტენციურმა უკან მხოლოდ მას შემდეგ დაიხია, რაც მიხეილ სააკაშვილმა მძაფრი პროტესტი დააფიქსირა.

"ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არაა საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაც ხდებოდა. [...] 

მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა, ცხადია, არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა.  პალატის დატოვების შემდეგ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს მესამე პრეზიდენტს, ტელევიზორი ფიზიკურად არ გაუტანიათ, მაგრამ გათიშეს სიგნალი, შესაბამისად ის ამ სიგნალს ვერ იღებდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი. მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა უყუროს ტელევიზორს. 

რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ პენტენიცურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც შეზღუდვები გაუქმდა, მიხეილ სააკაშვილის პროტესტიც შეწყდა. საძაგლიშვილის თქმით, სამარცხვინოა, როცა მინისტრი ბრეგაძე ერთ დღეს ამბობს, როგორ დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკა მიხეილ სააკაშვილმა, მეორე დღეს კი ამბობს, რომ 150 ლარს არ აღემატება ზარალი. 

"ასეთი იაფფასიანი განცხადებების კეთება რომ უწევთ როგორც მინისტრებს, ისე პანიტენციური სამსახურის უფროსს, არის ძალიან სამწუხარო ამბავი", - თქვა მან.

ადვოკატების თქმით, მათ მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ და მათ მადლობას უხდიან მესამე  პრეზიდენტის დახმარებისთვის.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი