
მიხეილ სააკაშვილს 2 თვით ტელეფონით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ტრაგიკომიკურს უწოდებს მისი ადვოკატი, რადგან მესამე პრეზიდენტს ეს უფლება პროკურატურის მიერ, ისედაც შეზღუდული აქვს.
შოთა თუთბერიძეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის დაწესებულებაში, ძალადობრივი გადაყვანის დროს, პატიმრების კოდექსი დაარღვია და დისციპლინური სასჯელი დააკისრა, დღეს გადასცეს.
დგინდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ მიყენებული ზარალი, 70 ლარის ოდენობისაა:
დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის რამდენიმე დებულება, მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით
განკარგულება, რომლითაც სახდელი დაეკისრა პრეზიდენტს, არის სრულიად დაუსაბუთებელი და სრულიად უკანონო, იმდენად რამდენადაც მას არ აქვს არავითარი არგუმენტაცია და არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული, მიზეზი, თუ რატომ ჰკრა მიხეილ სააკაშვილმა ხელი ამ აპარატს, მიზეზი კი არის ის, რომ ის გაიტაცეს და მოეპყრნენ არაადამიანურად [...]
ფრაგმენტულად ამოგლეჯა, მხოლოდ ხელის კვრის მომენტის და თვალების დაბრმავება ყველა სხვა ისტორიაზე, რომელიც მანამდე მოხდა ყველა იმ მოვლენაზე, რა მოვლენაც ამ ფაქტს წინ უძღოდა ბუნებრივია არის სიბეცე და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში[...] - ამბობს თუთბერიძე
ამავე თემაზე:
პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილს, ისედაც შეზღუდული სატელეფონო საუბრის უფლება 2 თვით შეუზღუდა