"არ ვაპირებ გადადგომას", - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ოპოზიციას პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში ფასების ზრდა, ინფლაცია და ლარის გაუფასურებაა. დეპუტატები გვენეტაძეს ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს უსვამენ.

სხდომის მიმდინარეობისას "ლელოს" დეპუტატმა, ბადრი ჯაფარიძემ კობა გვენეტაძეს უთხრა, რომ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ იმ ძირითად ამოცანებს, რაც ეროვნულ ბანკს ევალება, ჯაფარიძის თქმით, შემთხვევაში ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს, მან გვენეტაძეს ჰკითხა თუ როდის აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

გვენეტაძემ კი ჯაფარიძეს უპასუხა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს:

თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით, როდის აპირებთ გადადგათ ეს ნაბიჯი და გადადგეთ, განგიმარტავთ, რომ არ ვაპირებ გადადგომას, - თქვა კობა გვენეტაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ 169 700 მოქალაქეს, ახალ წლამდე სამი კვირით ადრე, სესხები კიდევ ერთხელ გაუძვირდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი