უცნობი ადამიანები მოვიდნენ სუს-ის მანქანით, გაიყვანეს და იმის მერე არ გამოდის კონტაქტზე -  გაუჩინარებული დეპუტატი ისევ არ ჩანს

გამოქვეყნდა:

დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, რამიზ რამზანოვის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია. როგორც ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რამზანოვი ბოლოს მან დღეს ნახა, იქამდე კი 2 დღის განმავლობაში ის არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს პასუხობდა. დღეს კი, მოსეშვილის თქმით, დაინახა როგორ წაიყვანეს ის სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლებმა 

"მე დღეს მივაკითხე სამსახურში, რადგან 2 დღე კონტაქტზე არ გამოდიოდა. ვესაუბრებოდი პირისპირ. ჩემთვის უცნობი ადამიანები მოვიდნენ, სუს-ის მანქანით იყვნენ, მოკიდეს ხელი და გაიყვანეს გარეთ იმის მერე არ გამოდის კონტაქტზე" ამბობს მოსეშვილი "დღის სტუმრის" ეთერში

როგორც მოსეშვილი ამბობს, იმისთვის, რომ დმანისის საკრებულოს სხდომა შედგეს, საჭიროა 16 დეპუტატი. ამ დროს კი "ოცნებას" მხოლოდ 15 ჰყავს და ახლა დაშინება-ზეწოლაზეა გადასული. 

ახალი მოწვევის პირველი საკრებულო ჩავარდა, ახლა მეორეა დანიშნული. თუ პარასეკვსაც ვერ მოახერხა "ოცნებამ" ქვორუმის შეკრება და თავმჯდომარის არჩევა, რეგიონში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რასაც ხელისუფლება ერიდება, რადგან როგორც მოსეშვილი ამბობს, "ოცნებას" განვლილ ტურებშიც გაუჭირდა სასურველი შედეგის მიღება.

დაკარგული დეპუტატი რამზანოვი ძველი მოწვევის საკრებულოს წევრიცაა, ის სკოლის დირექტორიც იყო და როგორც ოპონენტები ამბობენ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

მათივე ინფორმაციით, რამზანოვს დაჭერით ემუქრებიან:

"ემუქრებიან დაჭერით, რომ თუ არ მოხვალ საკრებულოს სხდომაზე და ხელს არ აუწევ თავმჯდომარეს, დაგიჭერთო. აქ ორი ამბავია. ერთი ის, რომ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა მოხდეს და მეორე - თავმჯდომარე აირჩიონ" ამბობს ლევან მოსეშვილი დღის სტუმრის ეთერში.

იხილეთ ასევე:

"ან უნდა შევიდე, ან თავი მოვიკლაო" - დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ვერ პოულობენ
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი