დიდი ბრიტანეთი 2022 წლის პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი პეკინის ოლიმპადას დიპლომატიურ ბოიკოტს გამოუცხადებს. ზამთრის ოლიმპიადა პეკინში 4-20 თებერვალს გაიმართება.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის "სპორტული ბოიკოტის" მომხრე არაა, თუმცა თქვა, რომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას არ დაესწრებიან არც მთავრობის წევრები და არც ოფიციალური პირები.

ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებენ ამერიკელი და ავსტრიელი დიპლომატებიც. მიზეზი ჩინეთში ადამიანთა უფლებების დარღვევაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი