"პუტინს ვუთხარი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება" | ჯო ბაიდენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხისა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ცალმხრივად გაგზავნის საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს.

ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, მან პუტინს "ნათლად" უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. "თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას უმძიმესი ეკონომიკური შედეგები ექნება და პუტინმა ეს იცის", - განაცხადა ბაიდენმა. 

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის მეზობელ NATO-ს წევრ ქვეყნებში გეგმავს ამერიკული სამხედრო ძალის გაზრდას, თუმცა არა უშუალოდ უკრაინაში.

კიევისა და ვაშინგტონის ცნობით, უკრაინის საზღვართან 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმყორილი. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. აშშ-ს დაზვერვის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში, 2022 წლის დასაწყისში უკრაინის წინააღმდეგ 175 ათასი ჯარისკაცის გამოყენებით, სამხედრო შეტევა შეუძლია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი