
"ქვეყანაში, სადაც ეს რეალობაა, ვინც კარგად გრძნობს თავს, ის კარგად არაა"- ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ტვ პირველის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ვატო წერეთლის საგანგებო განცხადებას.
"ვატო წერეთელს ვუსმენ, როგორ ითხოვს მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფი მამის გაყვანას ისრაელში და პროკურატურა არც იმჩნევს მის განცხადებებს.
ქვეყანაში, სადაც ეს რეალობაა, ვინც კარგად გრძნობს თავს, ის კარგად არაა", - წერს ნიკა გვარამია.
ვატო წერეთელმა სასამართლო პროცესზე შესვლამდე ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 4 დღეა პროკურატურა არ პასუხობს მათ მიმართვას, რათა ავთანდილ წერეთელს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის საშუალება ჰქონდეს.
ვატო წერეთლის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი შურსძიებაა მისი ოჯახის მიმართ.