"პროკურატურა არ გვეუბნება არანაირ პასუხს, რომ ადამიანი გადავიყვანოთ უცხოეთში და მას მიეცეს მკურნალობა, ეს არის ჯალათების ხელისუფლება" - ამის შესახებ "ტვ პირველის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ისაუბრა.
მან სასამართლოს წინ სპეციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 4 დღეა პროკურატურა არ სცემს ოჯახს პასუხს, რათა ავთანდილ წერეთელს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.
"6 თვის უკან მამას უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეთ თირკმელზე, ჰქონდა კიბო, რის მერეც ეხლა გვიწევს ისევ გასვლა ქვეყნის გარეთ, პროკურატურას 4 დღეა უკვე მივმართეთ, რომ მას მისცენ საშუალება გავიდეს სამკურნალოდ, 4 დღეა პროკურატურა საერთოდ პასუხსაც არ გვცემს, ეს არის პირდაპირი ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემ ოჯახზე, მას უნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს, იმიტომ, რომ თქვენ გახსოვთ რამდენიმე ხნის უკან იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, ბოლოს გულის შეტევით საავადმყოფოში მოახდინეს", - თქვა ვატო წერეთელმა.
ვატო წერეთელმა თქვა, რომ დაამტკიცებს, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა.