სახალხო დამცველი ალტერნატიულ კონსილიუმთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ალტერნატიულ კონსილიუმთან ერთად, უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს. რამდენიმე წუთის წინ ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ვიზიტი ცენტრ "ემპათიის" სკანდალური განცხადების შემდეგ დაიგეგმა.

როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ექიმები ფსიქოტროპული მედიკამენტების ზედოზირების შესახებ დასკვნას მხოლოდ ამ ვიზიტის შემდეგ გააკეთებენ.

სკანდალურ განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო  ნეიროლეფსიურ პრეპარატებს ასმევენ, პირველად "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" გააკეთა. მისი თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი