გაუჩინარებული რამიზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოს სხდომაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დმანისის საკრებულოში, რამიზ რამაზანოვი, რომლის ადგილსამყოფელი 3 დღის განმავლობაში უცნობი იყო, სხდომაზე მივიდა. 

მან ზეწოლა და გადამალვის ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ მზადაა, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი გამოიყენოს და საკრებულოში საქმიანობას შეუდგეს.

სხდომას ენმ-ს 14 დეპუტატი ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება, რამაზანოვი კი თანაგუნდელების ბოიკოტს გაემიჯნა. 

აღსანისნავია, რომ თუ რამაზანოვის საშუალებით მმართველი გუნდი დღეს დამატებით ერთი ხმის მოპოვებას შეძლებს საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად, ამით ხელახალ არჩევნებს თავიდან აიცილებს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი