
ნატოს მიმართ რუსეთის ულტიმატუმს, უარი თქვან უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასა და შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაზე, "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ.
მმართველი გუნდის დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით, რუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ "საქართველოს დღეს ისე ახლოს არის ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს".
"ნატოს წევრობას წყვეტენ თავისუფალი და ამაყი ქვეყნები და ნატოს წევრი სახელმწიფოები. რუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ ნატოს გაფართოება დღეს არის ყველაზე რეალური და საქართველო და უკრაინა ისე ახლოს არიან ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს. რაც არის პირველ რიგში ხელისუფლების ეფექტური და სწორად მუშაობის დამსახურება",- ამბობს რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს მოუწოდა, "უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები"
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ულტიმატუმს ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე საუბარი მიუღებელია"
რუსეთის ულტიმატუმი ნატოს იხილეთ ბმულზე: