"უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები" | რუსეთის საგარეოს განცხადება

გამოქვეყნდა:

რუსეთი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევას სთხოვს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ნატომ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. 

"ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ნატომ ოფიციალურად უარი თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას - „არ გააძლიერონ. მათი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“ - ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, შეიარაღების განუთავსებლობასთან დაკავშირებით დასავლეთისგან გარანტიებს მოითხოვს.

"ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, შეთანხმების ლეგალურ კონსოლიდაციას შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მიერ თავდასხმის იარაღის სისტემების არ განლაგებასთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას მეზობელი ქვეყნების ტერიტორიიდან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ასევე, არაწევრი სახელმწიფოების ჩათვლით",- წერია დოკუმენტში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვი მოითხოვს რუსეთსა და ნატოს სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებს შორის, უსაფრთხო დისტანციაზე შეთანხმებას.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი