
გურჯაანში ეკლესია მეოთხედ გაქურდეს - ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა, ტაძრიდან "ვედრების" ხატი მოიპარა.
შემთხვევა, სოფელ ჩუმლაყის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მოხდა.
ხატის დაკარგვა სტიქაროსანმა, 11 დეკემბერს შეამჩნია.
უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, ის გარკვეული დროის განმავლობაში, სოფელში არ იმყოფებოდა და ვარაუდობს, რომ ფაქტიც იმ დროისათვის მოხდა.
" ათი დღის განმავლობაში ვიყავი წასული. დაბრუნების შემდეგ, ეკლესიას მივაკითხე და ვნახე, რომ ღვთისმშობლის "ვედრების" ხატი აღარ არის. ეს ხატის მოპარვის პირველი შემთხვევა არ არის, უკვე მეოთხედ ხდება, როცა ეკლესიებში შედიან, ქურდობენ და არავითარი რეაგირება არ ხდება. ჯერ პოლიციისათვის არ მიგვიმართავს".- განაცხადა ქემაშვილმა.
ეკლესიიდან ნივთების მოპარვის ფაქტი გასულ წელსაც დაფიქსირდა, როცა წმინდა გიორგის სახელობის ორი ეკლესიიდან საეკლესიო ნივთები და თანხა წაიღეს. ტაძარი კი დაარბიეს.
მომხდარზე პოლიციას არავინ დაუკავებია.
ავტორი: ია გულიაშვილი