"გაავლეთ წითელი ხაზები..."- ჯუანშერ ბურჭულაძე გორის ჰოსპიტალის სკანდალზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებს მოუწოდებს "წითელი ხაზები გაავლონ" და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას თავი დაანებონ. მინისტრი გორის სამხედრო ჰოსპიტალის ერთ-ერთი თანამშრომლის შესახებ, "მთავარი არხის" კითხვამ გააღიზიანა.

"მე გთხოვთ თქვენ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გაავლეთ წითელი ხაზები სადაც არის გარკვეული უწყებები, რომლის დისკრედიტაციაც ემსახურება ჩვენი მტრის მიზანს. ერთი კვირის წინ გორის ჰოსპიტალი იყო საუკეთესო ჰოსპიტალი, დღეს გახდა რაღაცა პრობლემების წინაშე დააყენეთ. დაანებეთ თავი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას, ეს არის ჯარი, ის ჰოსპიტალი ემსახურება ჯარს და ჯარი არის კმაყოფილი ჰოსპიტალის მომსახურებით. აბსურდზე რა პასუხი გაგცეთ აბა?! აბსურდი მოიგონეთ იმიტომ, რომ გამოიყენოთ პოლიტიკური მიზნებისთვის", - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის "პოსტ ფაქტუმმა" მოიპოვა გენერალური ინსპექციის დასკვნა, სადაც წერია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალის სააფთიაქო სამსახურის ხელმძღვანელი, თინათინ ყაჭეიშვილი არის კორუფციულ სქემაში მხილებული, მეტიც, მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცები წითელას ვაქცინის ნაცვლად ცოფის ვაქცინით აცრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი