"კარგი ინიციატივაა, ძალიან მომწონს" - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მეუფე იაკობის ინიციატივას ე.წ. "შერიგების შეხვედრის" ეკლესიაში ჩატარების თაობაზე, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა.
ამის შესახებ ალასანიამ გორის ჰოსპიტალთან, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კარგი ინიციატივაა, ძალიან მომწონს. მოგეხსენებათ, საპატრიარქოს მაღალი ნდობა აქვს საზოგადოების ისე, რომ საპატრიარქო აქტიურად თუ ჩაერთვება ამ პროცესში მე ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება, - ამბობს გიული ალასანია
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა მეუფე იაკობის ქადაგებას, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრა ეკლესიაში უნდა შედგეს.
ასევე იხილეთ: