საქართველოს დროშა 3+3 ფორმატზე - საგარეოს განცხადება

გამოქვეყნდა:

3+3 ფორმატზე, საქართველოს დროშის შესახებ განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს ფაქტი მიუღებელია, ვინაიდან მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებში ქვეყანა არ მონაწილეობდა: 

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

3+3 ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებები მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. მედიით გავრცელებულ ფოტომასალაში კი კარგად ჩანდა საქართველოს დროშა, მონაწილე ქვეყნების დროშებს შორის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი