
3+3 ფორმატის შეხვედრას, რომელიც 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა საქართველო არ ესწრებოდა, თუმცა ჩვენი დროშა იქ მაინც დაკიდეს. აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ფოტოზე კარგად ჩანს მონაწილე ქვეყნების დროშებთან ერთად, საქართველოს დროშაც.
განცხადება, რომ შეხვედრას საქართველო არ დაესწრებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 დეკემბერს გაავრცელა.
3+3 ფორმატში მონაწილეობენ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. ის ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.