
წამების იარაღი ცნობილია. ცენტრი ემპათია ასაჯაროებს იმ პრეპარატის სახელს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზის შეუსაბამოდ აძლევდნენ. მიზანი გაურკვეველია.
რატომ დაუნიშნეს მესამე პრეზიდენტს ანტი-ფსიქოზური წამალი, რომელსაც ბიპოლარული აშლილობისა და დიდი დეპრესიის დროს იყენებენ.
ადამიანის უფლებადამცველები ემხრობიან მოსაზრებას, რომ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამების მსხვერპლი იყო. უფრო კონკრეტულად კი იგეგმებოდა პრეზიდენტის ნების გატეხვა, შიმშილობის შეწყვეტა და პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება.
ცენტრ ემპათიის დასკვნა, რომელშიც ამ ფაქტებზე იქნება საუბარი და სახალხო დამცველის დოკუმენტიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების გადაწყვეტილებით უპირობოდ გადაიგზავნებს სტრასბურგის სასამართლოში.
ასევე იხილეთ:
ავტორი: ზურა პეტროსიანი