მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, მისი ორგანიზმი არ არის მზად - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტი საკვებს ვერ იღებს, რადგან მისი ორგანიზმი ამისთვის ჯერ მზად არაა. ადვოკატი ამსთან დაკავშირებით სახელმწიფო კონსილიუმის ერთ-ერთი ექიმის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა:

"ორივე კონსილიუმის მიმართ გვსურს გამოვახტოთ ჩვენი პატივისცემა და ნდობა. რაც შეეხება გუშინ ერთ-ერთი ექიმის მიერ გაკეთებულ განცხდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი არის კარგად და მიხეილ სააკაშვილის საკვებთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა გაუქმდა, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, 80% საკვების უბრალოდ იყრება ნაგავში, ვინაიდან მისი ორგანიზმი არ არის მზად ამ საკვების მისაღებად. ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა, რომ ამ ექიმის მიერ გაკეთებული განცხადება იყოს სიმართლე და ყველაფერი იყოს კარგად სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მისივე თქმით, იმ არაადამიანური მოპყრობისა და წამების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გაიარა, რეაბილიტაციის პროცესი არ იქნება მარტივი, რადგან მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკმაოდ ფუნდამენტური პრობლემები აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი