
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. თამარ გაბუნიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ არჩილ თალაკვაძეს, ყველა უნარ-ჩვევა და შესაბამისი კომპეტენცია აქვს, რომ ჯანდაცვის მინისტრობის "რთულ გამოწვევას" თავი გაართვას.
მისივე თქმით, არ იცის რამდენად რეალურად განიხილება თალაკვაძის კანდიდატურა მომავალ მინისტრობაზე.
"ბატონი არჩილი დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში არის და მე მასთან მქონია პროფესიული ურთიერთობა მანამდე, ვიდრე ბატონი არჩილი იქნებოდა თანამდებობის პირი ან მე ვიქნებოდი თანამდებობის პირი. მას აქვს დიდი გამოცდილება, შესაფერისი ექსპერტიზა და ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორია. აქამდე ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო ბატონ არჩილთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი არ არის რამდენად რეალურად შესაძლებელია ბატონი არჩილის კანდიდატურა განიხილებოდეს ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა და კომპეტენციები, რომ ამ ძალიან რთულ გამოწვევას თავი გაართვას", - თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს არჩილ თალკვაძე ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად NCDC-ს ღონისძიებას ესწრებოდა. არაცერთ მათგანს მედიასთან არ დაუკონკრეტებია რომელ კანდიდატებზე მიმდინარეობს მსჯელობა "ქართულ ოცნებაში". ამავე თემაზე: