
პარლამენტში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული განხილვა მიმდინარეობს. განხილვას მედიამენეჯერებიც ესწრებიან.
ისინი ამბობენ, რომ სატელევიზიო რეკლამის აკრძალვა რომელსაც ეს ცვლილებები ითვალისწინებს დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.
კანონპროექტის პრობლემურ მხარეებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც:
"უნდა დაისვას კიტხვა ვის ინტერესებშია და როგორ ხდება ფული გადანაწილება ამ ჯგუფებს შორის და ვის ლობირებს ხელისუფლება. მოსახლეობის გულის მოსაგებად პოპულისტური განცხადებები კეთდება, თურმე ზრუნავენ 25 წლამდე ახალგაზრდებსა და ბიუჯეტზე, ეს ემსახურება რეკლამით მედიის ფინანსურ დასჯას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ რეგულაციას რეალური შედეგი არ მოჰყვება. მათი თქმით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტი ერთი მხრივ დააზიანებს მედიაბაზარს, ხოლო მეორე მხრივ - აზარტული თამაშები არაკონტროლირებად ბაზარზე გადაინაცვლებს.
"პრემიერი, რომელიც ზაფხულში გვპირდებოდა გონიოს კაზინოების ქალაქად გადაქცევას, უცბად გამოდის აზარტული თამაშების შეზღუდვის ინიციატივით, რისიც ცხადია არავის სჯერა", - ამბობს საბა ბუაძე.
ამავე თემაზე: