"ეს არის კრიტიკული მედიის ჩაწიხვლა" - აზარტულ თამაშებზე კანონპროექტის განხილვას მედიამენეჯერები ესწრებიან

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ამ წუთებში ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც მედიამენეჯერები ესწრებიან.

მათი თქმით, სატელევიზიო რეკლამის აკრძალვა, რომელსაც ეს ცვლილებები ითვალისწინებს დამოუკიდებელ მედიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის. 

"ტელევიზიებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი, რეგიონალური მაუწყებლები მაგალითად ამით სულდგმულობენ, ამით არსებობენ, რაც ნიშნავს რომ ისინი ალბათ საერთოდ გაქრებიან ბაზრიდან. სხვა არხებისთვისაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი. აქედან გამომდინარე ის, რომ სხვა პარალელური აკრძალვების ფონზე პლიუს რეკლამასაც კრძალავენ, რომელიც აზრსმოკლებულია, იმიტომ, რომ შეძლებული ადამიანი, რომელსაც გასართობად უნდა სიარული რატომ უნდა აუკრძალოთ მას ამ რეკლამის ნახვა", - თქვა "მთავარი არხის" იურისტმა, თამთა მურადაშვილმა. 

მედიამენეჯერების აზრით, კანონს დაჩქარებული წესით ხელისუფლება იმიტომ იღებს, რომ კრიტიკული მედია "ჩაწიხლოს". 

რაც შეეხება ოპოზიციას, დეპუტატების აზრით, კანონპროექტი პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მაშინ, როცა რეალურად ახალგაზრდებს დასაქმების პრობლემა აქვთ. მათივე თქმით, აზარტული თამაშები დიდი ალბათობით არაკონტროლირებად ბაზარზე გადაინაცვლებს.

ცნობისთვის, აზარტული თამაშების შესახებ კანონის შეცვლის ინიციატივა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, ონლაინ კაზინოებს პირველ ეტაპზე გადასახადი უნდა გაეზარდოთ, შემდეგ კი საერთოდ აიკრძალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი