"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი" - ანრი ოხანაშვილმა "TV პირველის" დირექტორი კომიტეტის სხდომიდან გააძევა

გამოქვეყნდა:

"TV პირველის" დირექტორი, ვახტანგ წერეთელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმოჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან გააძევა. მანამდე ოხანაშვილმა ვატო წერეთელს შენიშვნა მისცა. 

"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი" - მიმართა "ოცნების" დეპუტატმა მედიამენეჯერს და სხდომის დატოვება მოსთხოვა. 

"ბატონო ვატო, თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი, ახლა გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან, როცა ზრდილობას ისწავლით, შემდგომ შეგიძლიათ შემოხვიდეთ", - თქვა ანრი ოხანაშვილმა

ვატო წერეთელმა კომიტეტზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ სარეკლამო აკრძალვების კუთხით, ეს შეზღუდვა მედიას ფინანსურად სერიოზულად დააზარალებს. როგორც მან აღნიშნა, "ვერ გადაიტანა სიტყვა "მავნებლობა" ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე".

"თუ არა კრიტიკული მედიის და ზოგადად მედიის ჩაწიხვლა, ასე დაჩქარებულად შევხვდეთ და გადავწყვიტოთ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რომელსაც მე ვთვლი, რომ მავნე ადამიანია...",- თქვა ვახტანგ წერეთელმა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი