არის თუ არა აუცილებელი სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი - ამ კითხვას "ფლანგვის დეტექტორი" სვამს, რომელმაც გუბერნატორებიას და მათი აპარატის წევრების სახლეფასო ფონდი და საბიუჯეტიო თანხები შეისწავლა.
ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების შენახვა ბიუჯეტს 59 მილიონი ლარი დაუჯდა. თანხის 69% კი მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკით, რწმუნებულის ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ მთავრობებზე ზეწოლის ბერკეტია და ხშირ შემთხვევაში გუბერნატორის ადმინისტრაციები მუნიციპალიტეტების არჩეული მერების საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ. ამიტომ ამ უწყებაში დახარჯული თანხა, ფულის უშედეგო ფლანგვაა.
თავად ადმინისტრაციებში კი დღეს "მთავარი არხის" შეკითხვებს არ პასუხობენ და ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ არიან.
იხილეთ ასევე: