"ოცნების" ქეიფის შემდეგ, კახეთის გუბერნატორი ავარიაში მოყვა - ოპოზიციის ინფორმაციით, შიოშვილი საჭეს მთვრალი მართავდა 

გამოქვეყნდა:

წინანდალში გამართული ქართული ოცნების მასშტაბური ქეიფის სკანდალური გაგრძელება. ოპოზიციის ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორს, ირაკლი შიოშვილს შაბათს, წინანდალში გამართული 500 კაციანი ქეიფის შემდეგ, სამსახურებრივი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. დაზიანებული ავტომობილის ფოტომასალა დღეს ოპოზიციამ გაასაჯაროვა.

შემთხვევას ადასტურებს კახეთის რწმუნებული, თუმცა მომხდარის დაკავშირებას ქართული ოცნების გრანდიოზულ ქეიფთან, აბსურდულს უწოდებს. შიოშვილი ამბობს, რომ შემთხვევა კვირას მოხდა და საქმეზე იყო. ის კატეგორიულად უარყოფს სიმთვრალესაც.

გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, შიოშვილი მთვრალ იმყოფებოდა და წინანდლიდან თელავში მიდიოდა. ოპოზიციის თქმით, ექიმებს მან მოატყუა, რომ კიბეებზე დაგორდა და დაზიანებებიც იქ მიიღო.  

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი