სპეცოპერაცია თბილისში - არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ყოფილი დეპუტატის, თემურ ჟორჟოლიანის შვილი

გამოქვეყნდა:

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში - სულ დაკავებულია 10 პირი, ყველა მათგანს ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს.

თბილისში, სპეცოპერაცია ხვედელიანის ქუჩაზე ჩატარდა, სახლი პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, თეიმურაზ ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მისი შვილი, ბექა ჟორჟოლიანიცაა. 

ახლობლები ამბობენ, რომ გაუგებარია რატომ უნდა ედავებოდეს შსს-ს ჟორჟოლიანს ქურდულ სამყაროსთან კავშირს. უცნობია რა ამოიღო პოლიციამ სახლის ჩხრეკისას.

სპეცრაზმის ჯგუფებმა დღეს ერთი პირი აჭარაშიც დააკავეს. დამატებითი ინფორმაცია შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი