
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ თავი არ აიცილა. მან ნიკა გვარამიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - სასამართლოს შეფასებით, ეს არის მხოლოდ მოსაზრება და ვერ გახდება სასამართლო შემადგენლობის აცილების წინაპირობა - თქვა მოსამართლემ და მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
როგორც აღმოჩნდა, ლაშა ჩხიკვაძე და რუსთავი 2-ის ჰოლდინგის დირექტორი ზაზა გველესიანი ბავშვობის მეგობრები არიან. გველესიანი ამავე საქმის მოწმე უნდა ყოფილიყო.
ნიკა გვარამია და მისი უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ ეს გარემოება ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის მიუკერძოებლობას და შესაბამისად ვერც მისი გამოტანილი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.
მოსამართლის აცილების საფუძველს ვერ ხედავდა ვერც პროკურატურა - თანამშრომელია, დამფუძნებელი ხომ არაა - განაცხადა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე.
იხილეთ ასევე:
ახალი ფიგურანტი და მოსამართლის კიდევ ერთი ბავშვობის მეგობარი - ნიკა გვარამიას სასამართლო