
ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლე ბატონო ჩხიკვაძე და ნამდვილად არ მეგონა თუ შეძლებდა, პროფესიული სინდისი თუ მისცემდა უფლებას რომ ეს არ გაეკეთებინა - ასე აფასებს ნიკა გვარამია მოსამართლე ლაშა ჩხიკავძის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს დასაბუთებული გარემოებებისა და მტკიცებულებების მიუხედავად თავი არ აიცილა.
რომ არ აიცილა ეს ცალკე საკითხია, დასაბუთება იყო სრულიად გამაოგნებელი, უნდა შეიტანო იურიდიული ფაკულეტეტების სახელმძღვანელოებში როგორი არ უნდა იყო მოსამართლე აცილების შუამდგომლობის განხილვის დროს. მთავარი შედეგი, აღმოჩნდა, რომ მე თურმე მასამართლებს არა ლაშა ჩხიკვაძე და არა პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო, არამედ ვინმე ზაზა გველესიანი, რომელიც არის რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და რუსთავი 2 ყოფილა ჩემი სასამართლო. რუსთავი 2-ის დირექტორობიდან უკანონოდ გამათავისუფლეთ და რუსთავი 2 გადაიქცა ჩემ ბრალმდებლად. პროკურატურა არის რუსთავი 2 და მოსამართლე არის ზაზა გველესიანი. ეს აღმოჩნდა დღეს და რანაირად შეიძლება მე ამ ადამიანებს ვენდო.
მთავარი ინტერესი დღეს, რომ მთავარი არხი არ არსებობდეს და მე ციხეში ვიყო, აქვს რუსთავი 2-ს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რბილად რომ თქვათ, მთავარი არხის არსებობის გამო და მთავარი ინტერესი, რომ მე პატიმრობაში ვიყო არამხოლოდ ამის გამო, არამედ ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ ჩემგან, ჩხიკვაძის განაჩენით დადგენილი ფაქტებით, რომელიც უტყუარად უნდა იქნეს მიღებული სამოქალაქო სასამართლოს მიერ, აქვს ზაზა გველესიანს, რომელიც ჩხიკვაძისვე უახლოესი მეგობარია," თქვა ნიკა გვარამიამ
რაც შეეხება მოლოდინს, ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდგ, რაც გუშინდელ პროცესზე პროკურორმა უთხრა, რომ "ცეცხლს ეთამაშება", ის ამბობს, რომ "ეს ცეცხლი რა მასშტაბის იქნება არ იცის."
მე მგონია, რომ ყველა ცეცხლს ეთამაშება ამ ქვეყანაში, ვინც სამართალდამცავ უწყებებში იქცევა ისე, როგორც იქცევა. ძალიან დიდ ცეცხლს და არ ვურჩევ არავის რომ ეს ცეცხლის გააღვივოს. ძალან ცუდია ეს რაც ხდება, ძალიან ცუდია - ამბობს ნია გვარამია
იხილეთ ასევე: