რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი არხის 2021 წლის თასზე მატჩში ახალი ფორმით ითამაშა, რომელსაც მკერდზე სსრკ (CCCP) ეწერა.
შეხვედრა 15 დეკემბერს კანადის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა. რუსეთმა კანადა 4:3 დაამარცა. შემდეგ შეხვედრას გუნდი შვედეთთან გამართავს.
ცნობისთვის, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილების თანახმად, რუს სპორტსმენებს 2022 წლის დეკემბრამდე ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებში ეროვნული დროშის ქვეშ და ეროვნული ჰიმნის თანხლებით.