ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლო დილიდან მერაბ კობიაშვილის საქმეზე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლო პროცესი, გორის სასამართლოში დილის 10 საათიდან მიმდინარეობს.

გადაწყვეტილება კი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა მიიღონ, თუმცა როდის იქნება ის, ზუსტი დრო უცნობია.

კობიაშვილის ოჯახი და ადვოკატები გამამართლებელ ვერდიქტს ელოდებიან, ხოლო პროკურატურა - გამამტყუნებელს.

კობიაშვილს 28 წლის თამაზ (თაზო) გორთამაშვილის მკვლელობა ედავებიან. შემთხვევა გუდაურში 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა. დაჭრეს კიდევ ერთი პირი.

ბრალდებული კობიაშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო, წინასწარი პატიმრობიდან 2020 წლის 12 ნოემბერს გაათავისუფლა და მას შემდეგ ის ვერდიქტს ელოდება.

გუდაურში მომხდარ მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა, რისთვისაც პროკურატურამ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 6 პირდ წარუდგინა ბრალი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი