იმ მონაცემების ქვეყანაში რაც ჩვენ გვაქვს, ეკონომიკის მინისტრი თავზე ნაცარს უნდა იყრიდეს - სამადაშვილი თურნავას

გამოქვეყნდა:

სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს. მან ნათია თურნავას პარლამენტის დარბაზიდან მიმართა, სადაც თურნავა მინისტრის საათში, დეპუტატებს ანგარიშს აცნობდა და "მიღწევებზე" საუბრობდა: 

"ბატონმა ზარქუამ თქვა, რომ კარგი იქნებოდა აქ ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ამისთვის , პირველ რიგში, არ უნდა გვიწევდეს ჩვენ სასმართლო პროცესებზე სიარული, არ უნდა გვიწევდეს სხვადასხვა შეხვედრებზე სიარული იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამიტომ მოგვიწევს სხდომის დატოვება და ვერ მოვისმენთ თქვენს პასუხებს, მაგრამ დაგიტოვებთ შეკითხვებს და მოვისმენთ თქვენს პასუხებს ამ შეკითხვებზე.

გამაოგნებელია ქალბატონო ნათია თქვენი და თქვენი კოლეგების აქ უმრავლესობიდან პათოსი, რომ მადლობები გადაგიხადოთ ვინმემ. თქვენმა კოლეგამ ჯანდაცვის მინისტრმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც დაწერა განცხადება წასვლაზე იმიტომ, რომ ცხადია, რომ უნდა მიდიოდეს მინისტრი, რომელსაც სრული კრახი აქვს და შემიძლია მხოლოდ მოგიწოდოთ, რომ შეუერთდეთ მას და განიხილოთ განცხადების დაწერა რაც შეიძლება მალე იმიტომ, რომ იმ მონაცემების მქონე ქვეყანას, რაც ჩვენ გვაქვს, ეკონომიკის მინისტრი რეალურად მხოლოდ განცხადებას კი არ უნდა წერდეს, თავზე ნაცარსაც უნდა იყრიდეს." მიმართა სამადაშვილმა თურნავას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი