ანტარქტიდის დნობა სახიფათო მასშტაბებს იღებს | მეცნიერების აზრით, "აპოკალიფსის მყინვარის" საკვანძო ნაწილი ხუთ წელსაც ვეღარ გაძლებს

გამოქვეყნდა:

ანტარქტიდის "აპოკალიფსის მყინვარის" საკვანძო ნაწილი ხუთ წელსაც ვეღარ გაძლებს - ამის შესახებ მეცნიერები იუწყებიან. 

გამოცემა Business Insider წერს, რომ ანტარქტიდაზე მდებარე მყინვარ ტუეიტსის, იგივე "აპოკალიფსის მყინვარის" მნიშვნელოვანი ნაწილი, შელფური მყინვარი რამდენიმე წელიწადში ჩამოინგრევა, ეს კი მის დნობას კიდევ უფრო დააჩქარებს. 

ცნობილია, რომ ტუეიტსი დაახლოებით ფლორიდის შტატის ზომისაა და უკვე ისე სწრაფად დნება, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 50 მილიარდ ტონამდე ყინულს კარგავს. "აპოკალიფსის მყინვარი" კი მას იმიტომ უწოდეს, რომ მისი სრულად დადნობა გლობალური ზღვის დონეს დაახლოებით ორი მეტრით ასწევს და საფრთხის წინაშე დააყენებს სხვა მყინვარებსაც. 

თავიდან, მეცნიერები ამ პროცესებს მომდევნო 200 წლის განმავლობაში არ ვარაუდობდნენ, თუმცა ახლა უკვე ამბობენ, რომ დამცავ აღმოსავლეთ შელფურ მყინვარზე ნაპრალები ობობას ქსელივით ვრცელდება, რაც მას მომდევნო ხუთ წელიწადში ასობით აისბერგად დაამსხვრევს, ზუსტად ისე, როგორც თქვენი მანქანის საქარე მინა ჩაიმსხვრეოდა.

მას შემდეგ კი, რაც ეს მოხდება, ტუეიტსის მყინვარის დიდი ნაჭერი ოკეანეში შეცურდება, სადაც ის ან წყალში დადნება, ან წყალქვეშა კლდეებს წამოედება, ან აისბერგებად დაიშლება. მეცნიერები ამბობენ იმასაც, რომ 
აღმოსავლეთ შელფური მყინვარის თანამგზავრული ფოტოების ხილვა კვირიდან კვირამდე სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება. მისი თქმით, ყოველ ახალ სურათზე სულ უფრო ღრმა და გრძელი ნაპრალები ჩანს.

1992 წლიდან, კონტინენტს 3 ტრილიონი ტონა ყინული მოსცილდა და დაკარგვის ტემპი დროთა განმავლობაში იზრდება. 

იხილეთ მსგავსი:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი