პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. კენჭისყრაზე დღეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 19 171.1 მლნ ლარია.

ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 %-ის ოდენობით და ნომინალში 65 მლრდ. ლარს შეადგენს.

დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს.

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 4 643 მლნ. ლარით, მიმდინარე ხარჯები - 14.8 მლრდ. ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 5.9 მლრდ. ლარით განისაზღვრა.


რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, მისი ოდენობა, 19 362,6 მლნ. ლარით განისაზღვრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი