ქართული ოცნება წაგებულ თვითმმართველ ქალაქებში ხელოვნურ კრიზისს ქმნის - არჩევნებიდან 2 თვის შემდეგ საკრებულოების უმეტესობაში თავმჯდომარე და მოადგილეები ჯერ ისევ არ აურჩევიათ.
"ოცნების" გეგმაში მაშველი რგოლი გახარიას გუნდია, თუმცა როგორც ჩანს, საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ყოფილი პრემიერის გარემოცვიდან არ არიან მზად, ძველ გუნდს შეეწინააღმდეგონ და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ამჯობინებენ.
თუ ხელოვნური კრიზისი არ განიმუხტება საკრებულოს შემადგენლობის გადარჩევა გარდაუვალი იქნება.
წალენჯიხა, სადაც ოპოზიციონერმა მერმა გაიმარჯვა, გახარიას გუნდის წევრებმა კანდიდატურა დააყენეს და კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე ისევ მოხსნეს.
წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ამბობს, რომ თუ შემდეგ სხდომაზე გახარიას გუნდი კანდიდატურას არ დააყენებს, ამას ენმ გააკეთებს.
"ქართულ ოცნებას, რომელმაც მესამედი აიღო ამომრჩევლის ხმების, აქვს ამბიცია გაიფორმოს ეს არჩევნები. ის მუშაობს თავისი მეთოდებით: მოსყიდვაც, შანტაჟიც, მუქარაც, თავის მხარეზე გადაჰყავს ეს ადამიანები და ეს გახარიას გუნდის წევრების შემთხვევაშიც მოხდა. ჩვენ დავაყენებთ კანდიდატურას და კეთილი ინებონ, ისე დაგვიჭირონ მხარი ღიად და დეკლარირებულად არჩევნების დროსაც, როგორც ჩვენ ვაპირებდით",- ამბობს გია ხარჩილავა, წალენჯიხის მერი.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები ხელისუფლების დირექტივებს პირნათლად ასრულებენ.
იხილეთ ასევე: