12 დეკემბრის შემდეგ არ გადადგმულა არცერთი ქმედითი ნაბიჯი მამუკა ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად - ნათქვამია "სირცხვილიას" განცხადებაში, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კვირას, 19 დეკემბერს, 15 საათზე, აქცია დააანონსა:
"მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ გამოიყენონ საკუთარი მანდატით მინიჭებული უფლებები, იმისათვის რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დადგეს. ამასთან, უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება დაკავებულის მდგომარობისა და მის გარშემო არსებული ვითარების შესახებ." აცხადებს სირცხვილია.
მამუკა ჩხიკვაძეს საოკუპაციო რეჟიმმა 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.