როგორია მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობა - "წითელი ჯვარი" ცხინვალის იზოლატორში, სავარაუდოდ, დღეს შევა

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების კიდევ ერთი ტყვე - მამუკა ჩხიკვაძე უკვე 8 დღეა ცხინვალის იზოლატორშია. საქმეში უკვე ჩართო "წითელი ჯვარი", რომლის წარმომადგენლებიც დაკავებულს, სავარაუდოდ, დღეს მოინახულებენ. მათი ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი რეალურად როგორია ჩხიკვაძის მდგომარეობა. 

"წითელმა ჯვარმა უკვე დაიწყო პროცედურები, იმისთვის, რომ მოხდეს მისი შესვლა მამუკა ჩხიკვაძესთან, ეს უნდა მოხდეს უახლოეს საათებში, მაქსიმუმ დღეებში. ამიტომ, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ შესვლას, იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება დღეს ან ხვალ და წითელი ჯვარი გამოიტანს უკვე რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას მის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - თქვა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ. 

ცნობისთვის, ჩხიკვაძის გატაცების შესახებ ინფორმაცია ცნობილი 12 დეკემბერს გახდა. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

არის ეჭვი, რომ ის ნაცემია, რადგან "მთავარის" ინფორმაციით, ოკუპანტებს ის "შავ სიაში" ჰყავთ შეყვანილი, როგორც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი. მამუკა ჩხიკვაძეს საოკუპაციო რეჟიმმა 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი