გათენდება ახალი წელი და კვლავ მინისტრად მოგევლინებით - თურნავას "დაპირება" ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მის გადადგომაზე "საპნის ბუშტივით გასკდება" და ჟურნალისტებს მოუწოდებს დაფიქრდნენ, ამის შემდეგ თუ მოუხდიან მას ბოდიშს საჯაროდ.

"რამდენიმე ტელევიზია, ე.წ. პარტიული ტელევიზია, არ მიყვარს ხოლმე ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ ახლა ვერ გავექცევი, ავრცელებთ კვლავაც ასე უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე სადღაც მესმის კიდევაც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ არის როგორც ჩანს ვიღაცისთვის სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ აქცენტი გადატანოთ პიროვნებაზე, ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს. 

მაინტერესებს აი ის ტელევიზიები, ვინც ამას ასე უტიფრად ავრცელებს, გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით მე ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხარ თუ არა, რომ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ კოლეგების თანდასწრებით", - თქვა ნათია თურნავამ. 

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, "ქართული ოცნება" ისევ ცვლილებებისთვის ემზადება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი