ათონელის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილთან, ათონელის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან, თუმცა უარყოფენ, რომ პოლიტიკურ საკითხებზე უნდა იმსჯელონ და ამბობენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილს მორიგი საახალწლო მიღება აქვს, სადაც პოლიტიკაში ქალთა როლის ზრდაზე უნდა ისაუბრონ.

პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება დეპუტატი დავით ბაქრაძე, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე მიიწვიეს, სადაც პოლიტიკურ პროცესებზე უნდა იმსჯელეს:

„მე დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რამდენადაც ვიცი, ამ კვირაში უკვე დაიწყო და გაგრძელდება შეხვედრები როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ცალკეულ პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. დღეს ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს, პირველ რიგში, რაც შეეხება თანხმობა/შერიგების საკითხს. ამ წუთში ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის საკითხი, ძირითადი პრინციპებზე შეთანხმება თუ რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ პოლიტიკური დევნა არის მიუღებელი, პოლიტიკური დევნა აზიანებს ქვეყანას და ვიდრე გვყავს ციხეში დაპატიმრებული, დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ქვეყანაში ვითარება ვერ დამშვიდდება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირიდან ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დაიწყებს და მათ აზრებს "ეროვნულ შერიგებაზე" პირადად მოისმენს.

სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი