"სამწუხაროდ, ყოველ წელს გველოდება ეს გამოწვევა" | კობახიძე 17 მაისსა და 5 ივლისზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პალიტრანიუსის" ეთერში გამოეხმაურა. თქვა, რომ მსგავსი გამოწვევები
სახელმწიფოს ყოველწლიურად ელოდება.

მომავალშიც რომ გავიხედოთ, სამწუხაროდ, ყოველ წელს გველოდება ჩვენ ეს გამოწვევა, რასაც ჰქვია ის, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, კონკრეტული ღონისძიების ჩატარება და მათი კონსტიტუციური უფლებაა ეს. მაგრამ არის საზოგადოების მეორე ნაწილი და ისინი ორგანიზდებიან ხოლმე საკმაოდ დიდი რაოდენობით, როგორც ვხედავთ, რომლებსაც ამის დაშვება არ სურს. ანუ არის საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის, რიცხოვნობასაც არ აქვს აქ არსებითი მნიშვნელობა, არის კონკრეტული დაპირისპირება, რაც ყოველწლიურად არის გამოწვევა და პრობლემა სახელმწიფოსთვის.

დეტალებში არ შევალ, ჩემთვის რაღაც მისაღებია, მიუღებელია თუ რა არის, ამ დეტალებში არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, ყოველწლიურად ექნება მას, სამწუხაროდ, ეს გამოწვევა. როგორც კი იქნება მცდელობა, იქნება მეორე მხრიდან დაპირისპირება, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გადაცემაში 5 ივლისზეც ისაუბრა და თქვა, რომ ადგილზე სიტუაცია ადგილზე სიტუაცია "მოულოდნელად დაიძაბა".

ცნობისთვის, 16 დეკემბერს სტრასბურგის სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თქვა, რომ ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა). ევროპულმა სასამართლო დაადგინა, რომ ძალოვანმა უწყებამ ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვა და მათმა უმოქმედობამ  ძალადობა კიდევ უფრო წაახალისა. სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დიდი ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. დაზარალებულები ერთად, ჯამში ხელისუფლებისგან 193 500 ევროს მიიღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი