"ჩემი საქმისა მე ვიცი, ჩემ გზას გავყვებიო..."- გერლიანის გაუჩინარების საქმე და გამოკითხვები პოლიციაში

გამოქვეყნდა:

რამაზ გერლიანის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია. მისი ყოფილი მეუღლის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა ავჭალის პოლიციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

გერლიანის მეგობარი კი ამბობს, რომ ბოლოს ის გუშინ, დაახლოებით 1-ელ საათზე ნახა და როგორც ის იხსენებს, იყო აღელვებული და დათრგუნული - მე ჩემი საქმისა მე ვიცი, ჩემ გზას გავყვებიო და ასე დავშორდით ერთმანეთს - ამბობს გერლიანის მეგობარი.

ჩხრეკა დასრულებულია გერლიანის ოფისშიც. პოლიციას მისი კომპიუტერი არ ამოუღია, რადგან თანამშრომლების ინფორმაციით, ის ლეპტოპს იყენებდა, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, არც ლეპტოპია წაღებული, სამაგიეროდ პოლიციამ ამოიღო მისი ტელეფონი.

გერლიანის მეგობრები იხსენებენ იმასაც, რომ ის გაუჩინარებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე საუბრობდა პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე.

შეგახსენებთ, გერლიანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი დაადანაშაულა ზეწოლაში. ფეისბუქ-პოსტი სოციალურ ქსელში უკვე აღარ იძებნება. უცნობია რა მიზეზით.

ამ დრომდე ავჭალის პოლიციასთან დგას დაკარგულის ავტომანქანა. როგორც ირკვევა გერლიანმა პოლიციასაც აცნობა პრობლემის შესახებ და სთხოვა გამოეძიებინათ. მან ავტომანქანაში წერილიც დატოვა.

შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

გაუჩინარებულის დის ინფორმაციით, პოლიციელი გერლიანის ყოფილ მეუღლესაც აშანტაჟებდა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი