"დაბადების დღე მივულოცეთ ტყვე მიხეილ სააკაშვილს... გვინდა, რომ იყოს გამარჯვებული ყველა ბრძოლაში" | ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

"გვინდა, რომ იყოს ჯანმრთელი და გამარჯვებული ყველა მის ბრძოლაში", - განცხადება ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააკეთა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პერფორმანსი გამართეს და დაბადების დღე მიულოცეს.

"დაბადების დღე მივულოცეთ ტყვე მიხეილ სააკაშვილს და გვინდა, რომ იგრძნოს ჩვენი სიყვარული, ენერგია, სითბო და უნდა იცოდეს, რომ გვიყვარს და გვიხარია, რომ კარგად არის და გვინდა რომ ბევრად უფრო კარგად იყოს...კარგად არის პირობითი ნათქვამია, გვიხარია, რომ ცოცხალია და გვინდა, რომ იყოს ჯანმრთელი და გამარჯვებული ყველა მის ბრძოლაში", - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

შეკრებილ აქტივისტებს მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი