მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმი ჩაერთვება - ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, თავს სუსტად გრძნობს და უახლოეს დღეებში უცხოელ ექიმს ელოდებიან, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის

„მდგომარეობა უცვლელია. თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველ შემთხვევაში ახლა საიმედო არაფერია." განაცხადა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.

ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირისკენ, დღეს ის ელოდება ხალხმრავალ აქციას - ხერხეულიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი