შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბანში, სოფელ ყარათაკლიაში ავტომობილში მყოფი პირის ჩაცხრილვის საქმეზე 3 პირი - 1995 წელს დაბადებული ფ.ა., 1998 წელს დაბადებული ე.მ და 2001 წელს დაბადებული ქ.ო. დააკავეს. 

ფ.ა.-ს და ქ.ო.-ს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა -შენახვა-ტარებასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო ე.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული.

დაჭრილი რ.ზ. რომელსაც მანქანიდან 20-მდე ტყვია ესროლეს, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებს, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ნაცნობთან 1984 წელს დაბადებულ რ.ზ.-სთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფ.ა.-მ, რომელიც ქ.ო.-სთან და ე.ა.-სთან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში იმყოფებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რ.ზ.-ს ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-ტარებისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად, ისეთი საშუალებით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, სსკ-ის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი