"დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა გვექნება" - ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილს ხვდება

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი, ბექა ბასილაია ხვდება. მესამე პრეზიდენტი დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

ბექა ბასილაია ამბობს, რომ პრიორიტეტი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რეაბილიტაციაა, ამიტომ მომდევნო პროცესებზეც გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებენ.

"არის შესავალი სიტყვების ეტაპი და ამ საქმეზე ჩვენ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ნათლად იცის, რომ არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორი პოლიტიკურად დევნილი პირი სამშობლოში დაბრუნების გამო სამართლდებოდეს. 

დღევანდელ პროცესზე წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დართვის შესახებ, რაზეც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა, რაზეც ცენტრმა "ემპათიამ" იმსჯელა", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესი საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი