"ბევრ რამეზე ვისაუბრეთ" - სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. 

სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებული შეხვედრების ფორმატში უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და სხვადასხვა პოლიტიკოსებს ხვდება. 

ათონელის რეზიდენცია ცოტა ხნის წინ დატოვა ნინო ლომჯარიამ, რომლის შეფასებითაც სალომე ზურაბიშვილს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და დაინტერესებულია პოლარიზაციის შემცირებითა და შეთანხმებით. ისაუბრეს თუ არა მესამე პრეზიდენტის საკითხზე, ლომჯარია ამბობს, რომ "ბევრ რამეზე ისაუბრეს":

"ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. პრეზიდენტის ხედვაა ის, რომ კონკრეტული შედეგები მოჰყვეს ამ პროცესს, თუცა ეს პროცესი არ იწყება კონკრეტულ საკითხების მოგვარებაზე ორიენტაციით და უფრო ფართო პროცესი იქნება" - ამბობს ლომჯარია.

სალომე ზურაბიშვილი დღეს შეხვდა "დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიას, ასევე თამარ ჩუგოშვილს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი