შრი-ლანკა ირანისთვის ნავთობის იმპორტის ვალის ჩაით დაფარვას გეგმავს

გამოქვეყნდა:

შრი-ლანკა გეგმავს, რომ ირანიდან ნავთობის იმპორტის ვალი ჩაით დაფაროს. ამის შესახებ მთავრობის მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ ყოველთვიურად 5 მილიონი დოლარის (3,8 მილიონი ფუნტის) ღირებულების ჩაი გაუგზავნონ ირანს 251 მილიონი დოლარის ვალის გასასტუმრებლად.

შრი-ლანკა მძიმე სასესხო და სავალუტო კრიზისს განიცხიდ, რაც პანდემიის პერიოდში ტურიზმის სფეროდან შემოსვალის დაკარგვის გამო გაუარესდა.

ჩაის საბჭოს წევრმა თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩაის გაცვლა ხდება საგარეო ვალის დასაფარად. მინისტრის თქმით, გადახდის მეთოდი არ დაარღვევს გაეროს ან ამერიკის სანქციებს, რადგან ჩაი ჰუმანიტარული ნიშნით საკვებ პროდუქტად იყო მიჩნეული და პროცესში შავ სიაში შეყვანილი ირანული ბანკები არ იქნება ჩართული.

ცნობისთვის შრი-ლანკა ყოველწლიურად დაახლოებით 340 მლნ კგ ჩაის აწარმოებს. გასულ წელს ქვეყანამ 265,5 მილიონი კგ-ის ექსპორტი განახორციელა,1,24 მილიარდი დოლარის შემოსავალით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი