
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
მთავრობის სხდომა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განხილვით დაიწყო და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში კოვიდ ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამი შემთხვევა სამედიცინო სფეროდან არის, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკიდან, ორი შემთხვევის წარმომავლობა კი გაურკვეველია.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით გახარია აცხადებს, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით უკიდურესად ნაადრევია და საჭიროა მობილიზაციის მაღალი ხარისხის დაჭერა. მისი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი პატარა და ღია ეკონომიკისთვის, ამიტომაც იგი მთავრობის უდიდეს პასუხისმგებლობად მიიჩნევს ქვეყნის მწირი რესურსების მაქსიამლურად სამართლიანად გადანაწილებას ეკონომიკის ყველაზე დაზარალებულ სექტორებს შორის.
გახარიას განცხადებით, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის -4%, საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტს აკლდება 1,8 მილიარდი, მიმდინარე და კაპიტალური თვალსაზრისით ბიუჯეტში შეცირდება ხარჯები დაახლოები 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 8.5%.
პრემიერი ამბობს, რომ დღეს განიხილება მხოლოდ ანტიკრიზისული ბიუჯეტი, ხოლო პოსტკრიზისულ ბიუჯეტზე, რომელიც იქნება გეგმა 2021-22 წლების ეკონომიკის აღდგეანზე, ცალკე ჯგუფები მუშაობენ.
ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ისე ანტიკრიზისული, ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უკიდურესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში, - განაცხადა მან.
პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობის წევრები მათი ოპონენტების პოპულისტურ ბრალდებებს არ უნდა აყვნენ.