მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა სრული აბსურდია - სუბარი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა "სრული აბსურდია".

როგორც მან აღნიშნა, სამართლებრივი პროცესი პროტესტის გზით მსოფლიოში არსად გადაწყვეტილა.

"როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცა, ვისაც მისჯილი აქვს ის უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, ეს არის სრული აბსურდი, შიმშილობა ასეთი რამისთვის. ეს არ შეიძლება მოხდეს, არ მომხდარა მსოფლიოში არსად, რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის, ან რაიმე პროტესტის გზით წყდებოდეს და შესაბამისად, ეს ვერ მიგვყვანს ვერანაირ ლოგიკურ შედეგამდე და ლოგიკურ დასასრულამდე, ამიტომ ამ პროცესს არ აქვს არანაირი მომავალი. 

გუშინ სოსო რობაქიძის განცხადება მოვისმინე, ყოფილი რეჟიმის მსხვერპლნი თუ მსხვერპლთა ოჯახები ასევე გეგმავენ, რომ დაიწყონ შიმშილობა სამართლიანობის აღდგენისა და იმ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. მათაც მოვუწოდებ, რომ ეს პროცესი არ დაიწყონ, იმიტომ, რომ ეს დაპირისპირებისა და ვითარების ესკალაციის გარდა არსად მიგვიყვანს", - თქვა სუბარმა.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან უკვე მე-12 კარავი გაიშალა. დღეს მოშიმშილეებს, სავარაუდოდ, კიდევ 50-მდე ადამიანი შეუერთდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი