ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ მოლაპარაკებებში - დეგნანი ზურაბიშვილთან შეხვედრებზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაწყებულ მოლაპარაკებებს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესს მიესალმება და მხარს უჭერს. 

დეგნანის თქმით, ამ მოლაპარაკებებში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

"საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ინიციატივა ჩვენთვისაც ძალიან მისასალმებელია. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის, ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან პოლიტიკოსები, საზოგადოება და ეკლესია. ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ მოლაპარაკებებში", - თქვა კელი დეგნანმა.

დღეს სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. დღის მეორე ნახევარში ის მოლაპარაკებას "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან გააგრძელებს.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი